ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ქვეყანა შეშფოთებულია ჩვენს სამეზობლოში განვითარებული მოვლენების გამო

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშილი მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციას ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველო შეშფოთებულია სამეზობლოში განვითარებული მოვლენების გამო.
“ჩვენი ქვეყანა შეშფოთებულია, ჩვენს სამეზობლოში განვითარებული მოვლენების გამო. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, თვალ-ყური ვადევნოთ მიმდინარე პროცესებს, ასევე, ჩვენი მხრივ, ანალიზს ვაკეთებთ, ვსაზღვრავთ იმ რისკებს, საფრთხეებს, გამოწვევებს, რაც შეიძლება ამ კომფლიქტის ექსკალაციის ან დესკალაციის შემთხვევაში წარმოიქმნას და შესაბამისი სცენარების მიხედვით ხელისუფლება, სახელმწიფო განსაზღვრავს იმ ღონისძიებებს, რომელიც უნდა გატარდეს”,- განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები