„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას

ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას. მისივე თქმით, მთავარი საარჩევნო სუბიექტი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.
„გამორიცხული არ არის, საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაც ამგვარი ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი იქნება, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. დანარჩენი ტაქტიკურად რა იქნება ჩვენთვის მიზანშეწონილი, ბუნებრივია, როცა ამ გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტიკური საბჭო მიიღებს, თქვენ იქნებით პირველები, რომლებიც ამას გაიგებთ“, – აღნიშნა ბარამიძემ.
ამასთან, იგი არ აკონკრეტებს, რაიმე კონსულტაციები რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან მიმდინარეობს თუ არა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები