ბაღდადის მახლობლად რამდენიმე ტერაქტის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის მახლობლად მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დაღუპულთა უმეტესობა ერაყელი ჯარსკაცია. დაიჭრა 50-მდე ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან ააფეთქეს. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები