ყარაბაღში ორდღიანი სამხედრო მოქმედებების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა
სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაიჭრა 2 და 3 აპრილს მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად. ამის შესადებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
„სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაციით, ორივე მხრიდან 30 სამხედრო მოსამსახურე და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაჭრილთა შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გავრცელებულა. არაოფიციალური ცნობებით, მათი რაოდენობა 200-ზე მეტია“, – ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა სამმართველოს ანგარიშში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, საბრძოლო მოქმედებები დასახლებული პუნქტების – აგდერის, მარტუნის და გადრუთის მახლობლად მიმდინარეობს, სადაც 14,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაეროს ინფორმაციით, ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარება არ ესაჭიროებათ.
ცნობისთვის, ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა. აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.