არასამთავრობოები: ნანუაშვილი შუღლის გაღვივებაზეა ორიენტირებული

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანების უფლებებზე კი არა, შუღლზე და მის გაღვივებაზეა ორიენტირებული, – აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდა უფლებადამცველთა” წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
„ვგულისმობ მის ციტატას, სადაც ის აღნიშნავს, რომ სკოლებში არ უნდა დაინთოს სანთლები, შესაბამისად, ექსკურსიებზე და ტაძრებში არ უნდა წაიყვანონ ბავშვები და ა.შ. ეს რელიგიით სპეკულაციაა. მან იცის, რომ ეს ასე არ ჩაივლის და ის მართლმადიდებელ სმყაროს აღიზიანებს. იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო შუღლი არ გაჩნდეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა. ის ორიენტირებულია საკუთარი ჯგუფის კეთილდღეობაზე. ვგულისხმობ იმას, რომ მან ახლახან შეიძინა მანქანა, რომელიც 105 ათასი ღირს და რომლის შეძენაც ამ სიტუაციაში სულ არ იყო რაციონალური მაშინ, როდესაც ხალხს ლუკმა – პური არ აქვს და უამრავი პრობლემა აქვთ და, მართლაც რომ სჭირდებათ ომბუდსმენის ყურადღება. სამწუხაროდ, აღნიშნული პიროვნება რეაგირებას არ ახდენს“,- განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, დღეს პორტალ “კვირას” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციების წარომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისინი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები