საბერძნეთმა თურქეთში მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო

საბერძნეთი თურქეთში მიგრანტებს აბრუნებს, შესაბამისი შეთანხმება ათენს, ანკარასა და ევროკავშირს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეთანხმების მიხედვით, თურქეთში დაბრუნებული სირიის ერთი მოქალაქის სანაცვლოდ, ევროკავშირმა უნდა მიიღოს ერთი სირიელი, რომელიც ევროპაში ლეგალურად ჩავიდა. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმათ, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად აღმოჩნდა. ორშაბათს დილით მიგრანტები კუნძულ ლესბოსზე ბორნებზე დასვეს. ისინი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დიკილიში გაემგზავრებიან. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ეტაპზე 500 ადამიანს ელოდება. ამჟამად საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან 50 ათასი მიგრანტი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები