პაკისტანში 53 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. წყალდიდობის ზონაში ქაშმირის, ჰაიბერ-პახტუნხვას და გილგიტ-ბალტისტანის პროვინციები მოხვდა. გაზაფხულის და ზაფხულის მუსონები პაკისტანში ყოველ წელს წყალდიდობას იწვევს. გასულ წელს სტიქიას ასევე ათობით ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში მაშველები უკვე გავიდნენ.