თინა ხიდაშელი: სომხეთსა და აზერბაიჯანს ქართული მხარისთვის რაიმე თხოვნით არ მოუმართავთ

„სომხეთსა და აზერბაიჯანს ქართული მხარისთვის რაიმე თხოვნით არ მოუმართავთ“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც სხვა სტრუქტურები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ორივე მეზობელთან.
“ვცდილობთ, ვიყოთ მუდმივად ინფორმირებულნი და მუდმივად კომუნიკაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა გუშინ ქართული სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების პოზიციასთან. მთავარი ამოცანა დღეს არის ცეცხლის შეწყვეტა. როდესაც ირგვლივ სროლებია, როდესაც დაძაბულობა ამ მასშტაბს აღწევს, რაც მთიანი ყარაბაღის პირობებში ვნახეთ, აქ მთავარი ამოცანაა, შეწყდეს ცეცხლი. ამის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს საუბარი ყველა დანარჩენზე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მინსკის ჯგუფის შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით შედეგიანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები