პრემიერი: ვიმედოვნებ, რომ ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს

ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა,რომ ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს.
“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მტკიცედ და თანამიმდევრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გვერდში გვიდგას ევროკავშირსა და ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი მხრივ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული გავხადოთ.
საქართველოს აქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ნატოს მისიებში. ნატოსთან დაახლოების მიმართულებით ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით. იმედი მაქვს, რომ ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველო მკაფიო გზავნილს მიიღებს”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები