ბურიატიაში აშშ-ის მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს

რუსეთის ბურიატიის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების სტუდენტის ცხედარი აღმოაჩინეს, ის 27 მარტს დასახლება არშანში დაიკარგა.
სააგენტო „როსბალტის“ ცნობით, 25 წლის კოლინ მადსენი  არშანის დასახლებაში ჩავიდა, რათა ერთ-ერთ მწვერვალზე ასულიყო. ამერიკელი იმ ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში აღმოაჩინეს, სადაც ის დაიკარგა. წინასწარი ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ყინვა გახდა.
ამჟამად ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები