თინა ხიდაშელი: ვარშავის სამიტზე მაპს არ ვითხოვთ

„ვარშავის სამიტზე მაპს არ ვითხოვთ“, – ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ერთადერთი მოთხოვნა – ნატოში გაწევრიანებაა, მანამდე კი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა.
“ჩვენ ვარშავის სამიტზე მაპს არ ვითხოვთ, თუმცა “არ უნდა ველოდოთ” და “არ ვითხოვთ” სხვადასხვა ამბავია. არ ვითხოვთ იმიტომ, რომ ჩვენ დეკემბრის მინისტერიალზე გასულ წელს გაცილებით უფრო წინწაწეული, გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატოსკენ. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, ვარშავიდან წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. ნატოს წევრობა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. ნატოს წევრობა ჩვენი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნაა, მაგრამ სანამ ეს ამოცანა შესრულდება, მანამდე ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა ამაღლება გახდეს მამოძრავებლად ნებისმიერი საუბრის, შეთანხმების, სამიტის თუ მინისტერიალის შედეგებზე მუშაობის დროს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები