პრემიერი ყარაბაღის მოვლენებზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით სიტუაციის დეესკალაცია მოხდება
იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის” ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
“არ შემიძლია, არ გამოვთქვა შეშფოთება ჩვენს სამეზობლოში სიტუაციის ესკალაციის გამო. ჩვენ გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ“, – განაცხადა პრემიერმა.