აზერბაიჯანი და სომხეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას განიხილავენ

აზერბაიჯანის და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება განიხილეს. 3 აპრილს ბაქომ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, თუმცა, სომხური მხარის ცნობით, რეგიონში ბრძოლები გრძელდება. მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად გამწვავდა. 2 აპრილს სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბარში რამდენიმე მიმართულებით შეტევა დაიწყო. ბაქოს მტკიცებით კი ეს ოპერაცია სომხური მხარის მხრიდან ცეცხლის გახსნის საპასუხოდ განხორციელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბარში 2 აპრილს 12 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ერევანი 18 სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება. მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ეუთომ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები