კახა კალაძე: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების დეესკალაციისთვის, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ
საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ იქ არსებული სიტუაციის დეესკალაცია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე მთიან ყარაბაღში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების დეესკალაციისთვის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს.
,,ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია ის, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება. რამდენიმე დღეა მიმდინარეობს შეტაკებები. მე ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ იქ არსებული სიტუაციის დეესკალაცია. საქართველოს რაც შეეხება, როგორც ორივე ქვეყნის მეზობელი ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებთ, რა შესაძლებლობებიც გაგვაჩნია, იმის მაქსიმუმს”‘, – განაცხადა კახა კალაძემ.