გიორგი ვოლსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შეხვედრის გამართვას თბილისში სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის სასწრაფო შეხვედრა გაიმართოს.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
“ხდება ძალიან სამწუხარო მოვლენები. არის მსხვერპლი. ვითარება საგანგებოა. მზად ვართ, გავხდეთ შუამავლები ნებისმიერი ფორმით”, – განაცხადა ვოლსკიმ.
“რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ასეთი წინადადებით საქართველო პირველად 1991 წელს გამოვიდა, როდესაც იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვა თბილისში შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები