გერმანულმა პრესამ გიორგი მღებრიშვილის გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს გერმანული პრესა ეხმიანება.
გამოცემა „Die Welt” გიორგი მღებრიშვილის რაინალდ-პლაცში სამუშაო ვიზიტის შედეგებს აჯამებს.
სტატიაში, სახელწოდებით „საქართველოს საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება სურს“- ნათქვამია:
„ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის რაინლანდ-პფალცში ვიზიტის მთავარ თემას წარმოადგენდა. იგი ხუთშაბათს მაინცში ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის, ჰანში კი – პოლიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. საღამოს ბატონმა მღებრიშვილმა და რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმა როგერ ლევენცმა სანკტ გოარში, რაინფელზის ციხესემაგრეში დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „შეთანხმების მიზანი პოლიციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებაა”, – განაცხადა შს მინისტრმა.