რა ხდებოდა წუხელ მთიან ყარაბაღში (ვიდეო)
მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად გუშინ დაიძაბა. ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ შეთანხმება სომხეთმა დაარღვია და ღამით ცეცხლი აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით 127–ჯერ გახსნა. ერევანი კი აზერბაიჯანს ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თვითონ მხოლოდ საპასუხო ზომებს მიმართა.