ეკა ბესელია: სამწუხაროა, რომ კვორუმი არ შედგა

ვახტანგ გომელაური ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებს პარლამენტის წინაშე, ამიტომ ის დღესვე ჩამოვიდა პარლამენტში და მზად იყო, ანგარიში წარმოედგინა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ობიექტური მეზეზის გამო კვორუმი არ შედგა.
“უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებს პარლამენტის წინაშე, ამიტომ ბატონი გომელაური დღესვე ჩამოვიდა პარლამენტში და ის მზად იყო, ანგარიში წარმოედგინა თავად. სამწუხაროა, რომ კვორუმი არ შედგა. ამას ჰქონდა სხვადასხვა ობიექტური მიზეზი. რაც შეეხება ოპოზიციას, რომლის სიითი შემადგენლობიდან ნახევარიც კი ვერ შეიკრიბა დღეს იმისთვის, რომ რეგისტრაცია გაევლოთ, ეს უკვე მეტყველებს მე, ვფიქრობ, სწორედ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე ამ ანგარიშის მიმართ”,- განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები