“ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, შეტაკებები მოხდეს” – ვლადიმერ ბოჟაძე

“ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, შეტაკებები მოხდეს. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ფაქტობრივად, საქართველოს დაბადების დღეა. ამიტომ, ეს თარიღი ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ, ისე, როგორც ქართველებს გვეკადრება. ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, რაღაც შეტაკებები მოხდეს და ა.შ. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით. ეს არის ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა, რომელიც არ შესრულდა და ვერც ვერასდროს შესრულდება. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები