ავსტრიელი და ქართველი სტუდენტები ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრებენ

 საქართველოსა და ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრებენ ავსტრიელი და ქართველი სტუდენტები, რომლებიც 26 მარტს, 11 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ზაზა ფირალიშვილსა და ნინო პოპიაშვილს შეხვდებიან. შეხვედრას დაესწრება ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის 14 სტუდენტი, რომლებიც ქართულს სწავლობენ და უნივერსიტეტთან არსებულ ორგანიზაცია “ვერსატორიუმთან” თანამშრომლობენ. აღნიშნული ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის პოეზიის თარგმანებზე მუშაობს და ქართულ პოეზიას გერმანულად თარგმნის. შეხვედრის დროს ერთობლივი პროექტები დაიგეგმება.
შეგახსენებთ, ავსტრიაში დაარსდა ქართული ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც სტუდენტები 80-90-იანი წლების ქართულ ლირიკას აგროვებენ. ეროვნული ბიბლიოთეკა მათ ლიტერატურით დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები