პროკურატურაში ვანო მაჭავარიანის დაკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ვანო მაჭავარიანის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც დაკითხვამდე მაჭავარიანმა განაცხადა, უწყებაში მისი დაბარება პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. მისივე თქმით, ის ცოტა ხნის წინ იმ ჯგუფში გააწევრიანეს, სადაც ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ ინფორმაციები იდებოდა.
შეგახსენებთ, მაჭავარიანმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ფეისბუქში პირადი ცხოვრების ამსახველი ის კადრები გაუგზავნეს, რომლის გავრცელებაც დაანონსებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები