ლილი იოსელიანს ''ხელოვნების ქურუმის'' წოდება მიენიჭა
ქართველ რეჟისორს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს ლილი იოსელიანს, პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობის 70 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა. 25 მარტს, რეჟისორს 92 წელი შეუსრულდა. ლილი იოსელიანი არის პირველი ქართველი პროფესიონალი ქალი რეჟისორი. რეჟისორი მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის, რუსთაველის, რუსთავის თეატრებში მოღვაწეობდა, იყო გორის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი. 1944 წლიდან რეჟისორი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, არის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიკოსი. ლილი იოსელიანმა 80-მდე სპექტაკლი დადგმული აქვს, გადაღებულია ოთხ მხატვრულ ფილმში, მათ შორის ფილმში „დები წყვდიადში“. ბერნარდა ალბას როლის შესრულებულისთვის სახალხო არტისტმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქალის მთავარი როლის შესრულებისათვის პრემია მიიღო.