კონცერტი სტამბოლის “ქართული ხელოვნების სახლში“

  სტამბოლში “ქართული ხელოვნების სახლში“ მორიგი კონცერტი გაიმართება. 28 მარტს, 19. 30 წუთზე ტრადიციული პოლიფონიური მუსიკალური ხელოვნება იქნება წარმოდგენილი. ქართული და კავკასიური მუსიკა გაჟღერდება ქართული ტრადიციული ეთნიკური ინსტრუმენტების: გარმონის, ფანდურისა და სალამურის თანხლებით. კონცერტზე საკუთარ ხელოვნებას წარმოადგენს ჯგუფი “Kafdagi Music Group“, რომლის რეპერტუარშიცაა ანატოლიის მრავალხმიანი და სხვა ეთნიკური წარმომადგენლობების ტრადიციული მუსიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები