ხვალიდან ქართულ ბაზარზე ახალი – „საღამოს გაზეთი“ შემოვა

26 მარტიდან ქართულ მედიაბაზარზე ახალი – „საღამოს გაზეთი“ გამოვა. გაზეთი სარეალიზაციო ქსელში 18:30 საათიდან გავა და ის საწყის ეტაპზე მეტროპოლიტენის სადგურების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება. როგორც გამოცემის დამფუძნებელმა ალეკო ჩუბინიძემ საინფორმაციო სააგენტო „კვირას“ განუცხადა, გაზეთი 12- გვერდიანი იქნება, საკმაოდ იაფი ეღირება და დღის მნიშვნელოვან მოვლენებს გააშუქებს.
„გაზეთი სარეალიზაციო ქსელში საღამოს 18:30 საათზე გამოვა და ის 20 თეთრი ეღირება. საწყის ეტაპზე, გაყიდვების სამსახურის სრულად ამოქმედებამდე, გაზეთის რეალიზაცია მეტროპოლიტენის სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება. რაც შეეხება გამოცემის შინაარსს, ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური იქნება და, ძირითადად, დღის მნიშვნელოვან თემებსა და მოვლენებს გააშუქებს. გაზეთში განთავსდება აგრეთვე ინტერვიუები აქტუალურ თემებზე, ანალიტიკური მასალები და სხვა რუბრიკები. ვფიქრობთ, პროექტი წარმატებული იქნება, რადგან აღნიშნული ნიშა ქართულ მედიაბაზარზე თავისუფალია და, ამასთანავე, გამოცემის ღირებულება, დღევანდელ საბაზრო ფასებთან შედარებით საკმაოდ დაბალია“, – განაცხადა ჩუბინიძემ. გაზეთის პირველი ნომრები სარეალიზაციო ქსელში ხვალ გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები