კალაშოვმა ქურთ მოძმეებს იარაღის შესაძენად დიდი ფული გაუგზავნა?!

“ქურთისტანი ან სიკვდილი” – კალაშოვმა ქურთ მოძმეებს იარაღის შესაძენად დიდი ფული გაუგზავნა“?!- ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს.
“ქურთების ბრძოლას მუდამ ყურადღებით ადევნებდნენ თვალს უცხოეთის სახელმწიფოებში მცხოვრები ქურთებიც. კობანის დაცვის დროს კავკასიის რეგიონიდან რამდენიმე ასეული ქურთი ახალგაზრდა ამაოდ ცდილობდა თურქეთის საზღვრის გადალახვას და ქალაქის დამცველთა რიგებში ჩადგომას (თურქეთის ხელისუფლებამ იმხანად საზღვარი ჩაკეტა და იქ მყოფ ქურთ მოხალისეებს ისღა დარჩენოდათ, შორიდან ედევნებინათ თვალი ქალაქის ერთი მუჭა დამცველთა თავგანწირვისთვის).
გარდა ამისა, თავის დროზე ესპანური მედია, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეთნიკურად ქურთი კრიმინალური ავტორიტეტები თურქეთში ქურთ მეამბოხეებს იარაღს და ფინანსებს აწვდიდნენ, სახელდებოდა ზაქარია კალაშოვის გვარიც. იმასაც ამბობდნენ, რომ მან, ესპანეთის ციხიდან თავის დაღწევისთანავე ქურთ მოძმეებს იარაღის შესაძენად დიდი ფული გაუგზავნა“, – წერს გამოცემა სტატიის ერთ ნაწილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები