“ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – მაგდა პაპიძე დაკავების მომენტში ფეხმძიმედ არ ყოფილა”

„მაგდა პაპიძე დაკავების მომენტში ფეხმძიმედ არ იყო“, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკიდან გამოძიების მიერ გამოთხოვილ მასალებზე დაყრდნობით გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება კლინიკიდან გამოთხოვილ მასალებს 31 მარტს სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით წარადგენს.
გამოცემის ინფორმაციითვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ მაგდა პაპიძის მეუღლის, ომარ ქაფიაშვილის სისხლში საძილე საშუალების არსებობა არ ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე გაჩნდა ეჭვი, რომ პაპიძის მეუღლეს, ომარ ქაფიაშვილს შესაძლოა, მიღებული ჰქონოდა საძილე საშუალება.
„ამ დროისთვის ყველა ექსპერტიზის დასკვნა სახეზეა – სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, კალიგრაფიული, ბიოლოგიური და სხვა. საქმე ცხრა ტომისგან შედგება. სასამართლო სხდომაზე გადაწყდება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი. სხვა უამრავ საკითხთან ერთად არსებითი განხილვის დროს გაირკვევა ბრალდებულის შესაძლო ფეხმძიმობის საკითხიც. როგორც ცნობილია, პაპიძის განცხადებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მასზე განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, ფეხმძიმობა შეუწყდა“, – წერია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები