ვის წინააღმდეგ დადებს მტკიცებულებებს „მასტერა“

„მასტერა“ ყველაზე ღირებული მოწმეა და ის აუცილებლად დააღებს პირს“,- ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრას“ ადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრა და განაცხადა, რომ „მასტერას“ უამრავი ინფორმაცია აქვს და მისი ექსტრადირება სწორედ ამიტომ დაჩქარდა.
როგორც ადვოკატი ამბობს, მას შეუძლია კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მტკიცებულებები დადოს.
„მასტერას“ უამრავი ინფორმაცია აქვს, მათ შორის, ფარულ ვიდეოჩანაწერებზე. მართალია, სამეგრელოში აღმოჩნდა ჩანაწერები, მაგრამ „ნაციონალები“ არც ისეთი უგუნურები იყვნენ, რომ სადღაც მიწაში ჩაეფლათ ფირები. არ არის გამორიცხული, ჩანაწერების უფრო დიდი ნაწილი საგულდაგულოდ იყოს შენახული და „მასტერამ“ ამის თაობაზე მეტი ინფორმაცია გასცეს. არც ისაა, გამორიცხული „მასტერას“ გაეტანა ფირები.
„ნაციონალები“ ხომ ერთმანეთს არ ენდობოდნენ და ცალ-ცალკე აგროვებდნენ მტკიცებულებებს ვიღაცების დასაშანტაჟებლად“,- განაცხადა ნოზაძემ.
მისივე ინფორმაციით, კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ ყველა სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, რომელშიც კუდ-ი იყო ჩართული.
გამოცემასთან საუბრისას კი „მასტერას“ ადვოკატი დავით აბესაძე ამტკიცებს, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციისას, რამდენიმე პირი დაიღუპა, მაგრამ დგებუაძე არც შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა (გვიან მივიდა) და არც იარაღი ჰქონია.
მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ვინმესთვის ხელის დადებას არ აპირებს. „იგი ხელს შეუწყობს გამოძიებას სიმართლის დადგენაში და დაამტკიცებს, რომ არ არის დამნაშავე“,-აღნიშნა აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები