ბაქოს მოსახლეობა საზარელი გრუხუნის ხმამ პანიკაში ჩააგდო

დღეს 12 საათზე, აზერბაიჯანის დედაქალაქის ორ რაიონში, აბაილსკში და ისამალსკოში მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. მიზეზი საზარელი გრუხუნის ხმა იყო. საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ ეს იყო ძლიერი მიწისძვრა, თუმცა, ეს ინფორმაცია მოგვიანებით არ დადასტურდა. სეისმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა გურბან იეტირმიშლიმ მოვლენას „ამოუცნობი შემთხვევა უწოდა“ და განაცხადა, რომ მიზეზებზე არც ის იყო ინფორმირებული.
აღსანიშნავია, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგანტოშიც გააკეთეს კომენტარი. მათივე განმარტებით, ინფორმაცია აფეთქების ან კიდევ რაიმე შემთხვევის შესახებ, რომელსაც მსგავსი გრუხუნი შეეძლო გამოეწვია ცხელ ხაზზე არ შესულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები