საზმაუს ბორდის წევრობის მსურველთა საბუთების მიღების ვადა დღეს იწურება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა საბუთების მიღების ვადა დღეს იწურება. ამ დრომდე შეტანილია 26 განაცხადი.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ანი მიროტაძის თქმით, სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც წინა კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა.
პროცედურის მიხედვით, კომისიის შემადგენლობამ მეურვეობის მსურველთაგან 15 კანდიდატი 10 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინოს. ამ დროისთვის მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 5 ვაკანტური ადგილია.