მერაია ქერიმ ბრიუსელში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ცნობილმა ამერიკელმა პოპ-მომღერალმა მერაია ქერიმ კონცერტი გააუქმა, რომელიც მას ბრისუელში კვირას უნდა ჩაეტარებინა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება მერაიას პროდიუსერებმა უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.
„ძალიან მიყვარს ჩემი თაყვანისმცემლები ბრიუსელში, მაგრამ ჩემი ფანების, ჩემი ჯგუფის და საკონცერტო ტურნეს ყველა მონაწილის უსაფრთხოების მიზნით მე ბრიუსელში კონცერტის გაუქმება მირჩიეს“, – დაწერა ქერიმ ტვიტერში.
მერაია ქერის კონცერტი ბრიუსელის Forest National arena-ზე უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები