ბრიუსელის აეროპორტის მუშაობა 29 მარტს აღდგება
ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის „ზავენტემის“ მუშაობა, სავარაუდოდ, 29 მარტს აღდგება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ზავენტემის“ საიტზე მითითებულია ინფორმაცია, რომ აეროპორტი ბარგის დაბრუნების პროცედურას იწყებს, რომელიც მგზავრებმა 22 მარტს ჩააბარეს.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტის შენობა 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად სერიოზულად დაზიანდა. ტერორისტული შეტევა თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. აეროპროტში და ბრისუელის მეტროში მომხდარი ტერაქტების შედეგად საერთო ჯამში 32 ადამიანი დაიღუპა.