სარფსა და ვალეში საბაჟო კანონდარღვევის მორიგი ფაქტები გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „სარფი“ ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა მარიხუანა ირანის მოქალაქე ჰ.ნ.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილებას გადაეცა.
დარღვევა გამოვლინდა “სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე ა.ს., რომლის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი.
ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ი.მ.-ის ბარგშიც.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილებას.
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო – გამშვები პუნქტის, „ვალეს“, მებაჟე ოფიცრებმაც. მედიკამენტი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ი.-ის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, სკანერზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები