ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა – ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია “CNN”-ს განუცხადა.
ოფიციალური ბრიუსელის ცნობით, 100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა.
რაც შეეხება დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, ამ დრომდე ხელისუფლებას ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
სხვადასხვა ინფორმაციით, ტერაქტებს 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები