“ისლამური სახელმწიფო” ბრიუსელის ტერაქტების დეტალებზე განცხადებას ავრცელებს

“ისლამური სახელმწიფო” ბრიუსელის ტერაქტების დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს.
დაჯგუფების ერთ-ერთი მედიასაშუალების, სააგენტო “ალ-ამაკის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი თავს დაესხნენ ქვეყნის აეროპორტსა და მეტროს ცენტრალურ სადგურს.
მათივე ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა თავდასხმები შაჰიდის ქამრებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით განახორციელეს.
“ისინი თავს დაესხნენ აეროპორტსა და მეტროს ცენტრალურ სადგურს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ცენტრში, ქვეყანაში, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, “ბოევიკებმა” ზავენტემის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანმა თავი აიფეთქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები