ირაკლი შოთაძე: პროკურატურამ უდიდესი სამუშაოები გასწია, რომ გიორგი დგებუაძის ექსტრადირება მომხდარიყო

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე წითელი ცირკულარით ძებნილ, ბრალდებულ გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას”, ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ექსტრადირების საკითხს ეხმაურება.
როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პროკურატრურამ უდიდესი სამუშაოები გასწია, რომ მომხდარიყო გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება.
“ექსტრადირების პროცესი საკმაოდ რთულ პროცედურებს მოიცავს. საქართველოს პროკურატრურამ უდიდესი სამუშაოები გასწია იმ მიმართულებით, რომ მომხდარიყო გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება. ჩვენი მოთხოვნა დასაშვებად იქნა ცნობილი ჰოლანდიის სასამართლოს მიერ და მოხდა გიორგი დგებუაძის ექსტრადირება საქართველოში, რომელიც ჩვენივე მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამ ეტაპზე მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა სწორედ ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ნავთლუღის საქმეზე, შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით მოხდება მისი საქმის განხილვა მხოლოდ ამ ბრალდების ფარგლებში”,- განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ, ბრალდებულ გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას”, ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ექსტრადირება გვიან ღამით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები