თბილისში, ნუცუბიძეზე, სილამაზის სალონი გაქურდეს
თბილისში, ნუცუბიძეზე, სილამაზის სალონი გაქურდეს. როგორც “კვირას” სალონის თანამშრომელმა განუცხადა, სალონიდან საფულე წაიღეს, სადაც დაახლოებით ოც ლარამდე თანხა იდო.
“ახლა მოვედი სამსახურში და გატეხილი დამხვდა. საფულეა წაღებული, სადაც ოც ლარამდე თანხა იდო. კარები შიგნიდან გატეხილია და სკამი ჰქონდა მიდგმული”, – აცხადებს “კვირასთან” სალონის თანამშრომელი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.