ლალი მოროშკინა: მოვუწოდებ ყველა თანამდებობის პირს, ვისზეც ბინძური კადრები არსებობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელის, ლალი მოროშკინას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საერთაშოროსო ასპარზზე საქართველოს შესახებ და წინააღმდეგ, ისეთ ამბებს ავრცელებენ, რომ საქმეს უფუჭებენ საქართველოს სახელმწიფოს და დღევანდელ ხელისუფლებას.
როგორც ლალი მაროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელიც პოლიტიკოს ქალზე გავრცელდა, თანამდებობაზე ყოფნის დროს ამ ქალბატონს ერთ-ერთ უსერიოზულეს დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი.
მისი თქმით, ამ დოკუმენტში ყოფილ თანამდებობის პირს ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანოში საქართველოს წარმომადგენლად „ნაციონალი“ ზონდერი და სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილე პირი ჰყავს გამწესებული.
„ახლა ვხვდები, რომ ამ ქალბატონმა ეს გადაწყვეტილება შანტაჟის ქვეშ მიიღო, თუმცა, მის საქციელს გამართლება მაინც არა აქვს – როცა შანტაჟი დაუწყეს, მაშინვე უნდა გადამდგარიყო და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაზე უარი ეთქვა“, – ამბობს ლალი მოროშკინა და, ამასთანავე, მოქმედ პოლიტიკოსებს მოუწოდებს:
„რამდენიმე ყოფილ და ახლანდელ მთავრობის წევრსა და დეპუტატზე ჰომოსექსუალური ხასიათის კადრები არსებობს, რომლებითაც მათ აშანტაჟებენ და არავინ იცის, რა გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებენ! მოვუწოდებ ყველა თანამდებობის პირს, ვისზეც ბინძური კადრები არსებობს – დატოვეთ პოსტები და წადით სახლში!“ – აცხადებს ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები