რა უთხრა ისეთი ილია მეორემ, რის გამოც ლადო პაპავა სალოცავად წავიდა?!

თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა განმარტავს, თუ რატომ დატოვა უნივერსიტეტში შექმნილი ვითარების თაობაზე განათლების მინისტრთან გამართული შეხვედრა მოკლე დროში.
როგორც პაპავა გაზეთ “ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ის პატრიარქის მიწვევით მცხეთაში წავიდა.
“დღის პირველ საათზე ვიყავი მისული მის უწმინდესობასთან, ის დაინტერესდა, რა სიტუაცია იყო უნივერსიტეტში. სულ 10 წუთით შევხვდი. მომისმინა და მოგვიწოდა ლოცვისკენ. მითხრა, 6 საათზე სვეტიცხოველში მოდიო, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ჩემთვის ეს დიდი პატივია, პატრიარქმა მიმიწვია. 5 საათზე დაინიშნა შეხვედრა მინისტრთან. მე წინასწარ ვუთხარი ქალბატონ თამარს და ასევე, გავაფრთხილე აკადემიური საბჭოს წევრებიც, მის უწმინდესობასთან უნდა წავიდე მცხეთაში-მეთქი, ამიტომ იქ რაიმე განსაკუთრებული ინტრიგა არ ყოფილა. ვიყავი მცხეთაში პატრიარქის მიწვევით და მასთან ერთად ვილოცე“, – აცხადებს ვლადიმერ პაპავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები