“სააკაშვილის ხელისუფლების დროს მღვდელმსახურების უმეტესობას ჯიპები აჩუქეს, სადაც კამერები იყო ჩამონტაჟებული”

მამა ელიზბარ (დიაკონიძისთვის) გაუგებარია, რატომ დუმს საპატრიარქო გასულ კვირაში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.
სასულიერო პირი გაზეთ “ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სასულიერო პირების ფარული ჩანაწერებიც არსებობს და მათ სწორედ ეს აშინებთ.
“სამწუხაროა, რომ ეკლესია არ ილაშქრებს ასეთი უზნეობების წინააღმდეგ. ისევე, როგორც ყოფილი, თუ არსებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, სასულიერო პირების ფარული ჩანაწერებიც არსებობს, რომლის გამოაშკარავებისაც ეშინიათ ჭირის დღესავით.
სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ჩვენი მღვდელმსახურების უმეტესობას ჯიპები უსახსოვრეს, რომლებშიც ჩამონტაჟებული იყო სხვადასხვა ტიპის აუდიო და ვიდეოჩამწერები. ყველაფერი იწერებოდა, ვინ როგორ “მოღვაწეობდა“, ვინ როგორ იხმარდა მითვისებულ ქონებას და ვინ რა სიბილწეს ეწეოდა. მანქანებში თუ მის გარეთ. ეს ფირები სადღაც დევს და უფრთხიან ამას. მიმიფურთხებია ასეთი ქვეყნისთვის, ასეთი კაცობისა და პარლამენტისთვის, სადაც კაცის წინაშე უფრო აქვთ შიში, ვიდრე უფლის მიმართ. სხვა დღეს მე ვერაფერს ვიტყვი“, – აცხადებს მამა ელიზბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები