“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ კადრების გავრცელების უკან სააკაშვილი დგას”

„ნაციონალები“ თვალებს აფახულებენ, თურმე მიშამ ეგ ფირები „ბოჩკაში“ ჩადო და სამეგრელოს ტყეებში დაფლა. ჩვენც დავიჯერეთ ეს ზღაპარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლმა კარლო კოპალიანმა გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„იყო ასეთი მოლოდინები, რომ შეიძლებოდა „ნაციონალები“ გონზე მოსულიყვნენ. აზრზე მოსვლის მაგივრად, ხომ ხედავთ, რას სჩადიან, საშინელი კადრების გავრცელება დაიწყეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ კადრების გავრცელების უკან სააკაშვილი დგას, „ნაციონალები“ თვალებს აფახულებენ, თურმე მიშამ ეგ ფირები „ბოჩკაში“ ჩადო და სამეგრელოს ტყეებში დაფლა. ჩვენც დავიჯერეთ ეს ზღაპარი. თურმე საწყალ მიშას და მერაბიშვილს „ფლეშკის“ ფული არ ჰქონიათ, რომ ეყიდათ და ეს ფირები იქ ჩაეწერათ. ამ სიბინძურეში მათი ხელი ურევია და ამისთვის ოქტომბერში ხალხისგან პასუხს მიიღებენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები