იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ წარმოუდგინა.
დეპუტატებმა მხარი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ და ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს.
წარმოდგენილი ცვლილებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა.
სხდომაზე საკითხს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მახათას საქალაქო სასაფლაო-1-სთვის პანთეონის სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა წარმოადგინა, საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კომისიის წევრებმა გლდანის მასივში, საბურთალოსა და სამღებროს ქუჩების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების, ასევე წყნეთის გზატკეცილი #35-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარვის წესით შპს“ახალი სკოლისთვის“ იჯარით გადაცემის საკითხები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
დეპუტატებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ‘თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრის“ რეორგანიზაციის (შერწყმა-გაერთიანების) თაობაზე იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N3-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კომისიის სხდომას დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატები კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები