ლევან ბერძენიშვილი ვიდეოჩანაწერებზე: ამის გამოძიება შესაძლებელია, ეს კენედის მკვლელობა არ არის

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებაზე საუბარი ნაადრევია. მისივე თქმით, არსებული კანონები საკამრისია იმისთვის, რომ სათანადოდ დაისაჯოს, ვინც ეს გააკეთა. ეს არის სისტემური დანაშაული.
,,გამოძიებაა ჩასატარებელი. ხალხია საპოვნელი და დასასჯელი იმ კანონმდებლობით, რომელიც გვაქვს. ამის შემდეგ კანონის გამკაცრებაზეც შეიძლება საუბარი. მაგას მხარსაც დავუჭერდი. ახლა კანონის გამკაცრებაზე საუბარი, მგონია, პრობლემისგან გაქცევაა. არსებული კანონები საკამრისია იმისთვის, რომ სათანადოდ დაისაჯოს, ვინც ეს გააკეთა. ეს არის სისტემური დანაშაული. ეს არის ერთი კაცის ან ხუთი კაცის აკვიატება. ეს საქართველოს სახლემწიფოს დღევანდელი მდგომარეობაა, კატასტროფული მდგომარეობა, როდესაც ვიღაცას ჰგონია, რომ ასე შეგვიძლია ვიცხოვროთ და ტერორში ვამყოფოთ ერთმანეთი. ვინ ამზადებდა, ხომ ვიცით, რა სამსახურები იყო ეს. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სახელებით და გვარებით ვიცით ის ორგანიზაცია, რომელიც ამ სიბინძურით იყო დაკავებული. ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს ამას. შესაძლებელია ამის გამოძიება. ეს კენედის მკვლელობა არ არის”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები