გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლება ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და მათი აზრი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც უნივერისტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს.
“როგორც უნივერისტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და, რა თქმა უნდა, ვიზიარებ. ერთი მხრივ. სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მას შემდეგ, რაც დაწყნარდება სიტუაცია, მინდა ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ გავატაროთ ის ცვლილებები, რომელსაც ისინი ითხოვენ და მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას. უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს. ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ ამას სჭირდება დრო და ამას ჩვენ გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები