აშშ რუსეთს მაშინ მოუხსნის სანქციებს, როდესაც ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება

აშშ რუსეთს მაშინ მოუხსნის სანქციებს, როდესაც ყირიმი უკრაინის შემადგენლობას დაუბრუნდება. განცხადება ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისივე განმარტებით, აშშ არასდროს შეეგუება უცხო ქვეყნის საზღვრების თვითნებურად შეცვლას და არადემოკრატიული გზით მითვისებას. „21-ე საუკუნეში ჩვენ არ დავუშვებთ საზღვრების ძალით მიტაცებას. „ყირიმთან“ დაკავშირებული სანქციები ისევ ძალაშია და ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ყირიმის ოკუპაციას და არ დაუბრუნებს მას უკრაინას“,- განაცხადა ჯონ კერის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები