იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ განხორციელებულ ავიაიერიშს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა

იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ განხორციელებულ ავიაიერიშს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ავიაიერიში საუდის არაბეთის კოალიციამ განახორციელა. ბოლო ცნობებით, დაღუპულია 49 ადამიანი, 41 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, კერძოდ კი ჰადჯიშის პროვინციაში მოხდა, სადაც დაიბომბა რესტორანი და ბაზრის ტერიტორია. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონს ჰუსიტი ამბოხებულები აკონტროლებენ. ქვეყნის ტერიტორიების დაკავება მათ გასულ წელს დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის მთავრობას საუდის არაბეთის კოალიცია ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები