რუსული მედია – სომხეთის ხელისუფლება რუსულ ინვესტორებზე ზეწოლას ახორციელებს
სომხეთის ხელისუფლება რუსულ ინვესტორებზე ზეწოლას ახორციელებს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
როგორც გაზეთი იუწყება, შარშან „ინტერ რაოს“ დაქვემდებარებაში მყოფ „სომხეთის ელექტროქსელებზე“ სატარიფო პოლიტიკის შედეგად განხორციელებული ზეწოლის შემდეგ, რასაც მისი აქტივების გაყიდვა მოჰყვა, პრობლემები „რუსეთის რკინიგზას“ შეექმნა. სომხეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის დაქვემდებარებაში არსებული სამხრეთ კავკასიის რკინიგზა არასწორად უმატებს ტარიფებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსული კომპანიების ინვესტიციები სომხეთში ბევრწილად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ამიტომ კომპანიებმა სატარიფო პოლიტიკა ძალზე ფრთხილად უნდა შეცვალონ.