ეკვადორში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
ეკვადორში, მდინარე ამაზონის ჯუნგლებში სამხედრო-სატრანსპორტი თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თვითმფრინავის ბორტზე 19 სამხედრო, ორი პილოტი და მექანიკოსი იმყოფებოდნენ. ამჟამად კატასტროფის მიზეზები დგინდება.