არგენტინელმა სამხედროებმა ჩინური გემი ჩაძირეს

არგენტინელმა სამხედროებმა ჩაძირეს ჩინური თევზსაჭერი გემი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში თევზს უკანონოდ იჭერდა. ამის შესახებ არგენტინის სანაპირო დაცვის პრესსამსახური იუწყება. ინციდენტი ორშაბათს მოხდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინელი მეზღვაურები უკანონო რეწვას ეწეოდნენ ატლანტის ოკეანეში არგენტინულ ქალაქ პუერტო-მადრინთან. ამ ინფორმაციის მიხედვით, პატრულის შემჩნევის შემდეგ, ჩინური გემი საერთაშორისო წყლებში მიმალვას შეეცადა. არგენტინელმა სამხედროებმა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ტრაულერს ცეცხლი გაუხსნეს. თევზსაჭერი გემი ჩაიძირა. მისმა ეკიპაჟმა გემის დატოვება მოასწრო. ოთხი ადამიანი არგენტინელმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს, ხოლო დანარჩენები – მეორე ჩინურმა გემმა, რომელიც იქვე იმყოფებოდა. ეს პირველი მსგავსი ტიპის ინციდენტია ჩინეთსა და არგენტინას შორის ურთიერთობებში მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა გასულ წელს მაურისიო მაკრიმ დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები