პაკისტანში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ქალაქ პეშავარში, ავტობუსის გაჩეერებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც გაჩერებასთან ავტობუსი მივიდა, რომელსაც სახელმწიფო მოხელეები სამსახურში დაყავს.
წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ამ ავტობუსში იყო.
ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხიმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები