მამაკაცმა, რომელმაც გორში ყოფილი მეუღლე მოკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

„კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც ერთი თვის წინ, გორში ყოფილი მეუღლე მოკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კახა ქისიშვილის ცხედარი მეზობლებმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში იპოვეს.
„კვირას“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაადასტურეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ გორში, დაახლოებით ერთი თვის წინ, გურამიშვილის ქუჩაზე, ყოფილმა ქმარმა მეუღლე და მისი მეგობარი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. „კვირას“ ინფორმაციით, კახა ქისიშვილსა და ირმა გაგლოშვილს 20 წლამდე ასაკის გოგონა ისრაელში სიმსივნით გარდაეცვალათ. მაშინ კახა ქისიშვილმა ყოფილ მეუღლეს და მის მეგობარ მამაკაცს, რამინ ჯაბიევს იმ დროს ესროლა, როდესაც შვილის ცხედარი სახლთან მიასვენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა დაახლოებით ღამის 02:00 სათზე მოხდა. მათივე თქმით, ქისიშვილმა ირმა გაგლოშვილს და რამინ ჯაბიევს რამდენჯერმე ესროლა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაახლოებით 6 წლის წინ გაშორდა.
დანაშაულის ჩადების შემდეგ, კახა კისიშვილმა შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

 მას სამართალდაცავები ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები